Untitled Page
Untitled Page
Untitled
sawyisi gverdi momsaxureba mestiis Sesaxeb mTamsvleloba samzareulo foto galerea kontaqti
Untitled Page
ბუნება
მისამართი:
ვიტორიო, სელას ქ. # 8

ეკას მობილური ტელ:  
+995 (5) 99 726719

ეკას ელ-ფოსტა:
echartolani@yahoo.com
მესტიის შესახებ
მთამსვლელობა
სამზარეულო
მესტია - სამეგრელო-ზემო სვანეთი  კოორდ.43°02′44″ ჩ. გ. 42°43′47″ ა. გ.
დაბა 1968  წლიდან მოსახლეობა2600 კაცი (2002)

ტელ. კოდი+995 410[1]  საფოსტო ინდექსი3200[2]
ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7°C, იანვრის 6,4°C, ივლისის 16,4°C. აბსოლუტური მინიმალური - 35°C, აბსოლუტური მაქსიმალური 35°C. ნალექები 1035 მმ წელიწადში.
მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია), საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი (მთავარანგელოზთა ეკლესია).
მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია), საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი (მთავარანგელოზთა ეკლესია). მესტიის სვანეთის ისტორილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები (ადიშის ოთხთავი, 897, და სხვა).
მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერეით; სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები - გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.
Untitled Page
მოგესალმებით ეკას სასტუმროში - საუკეთესო არჩევანი სვანეთში დასასვენებლად