Untitled Page
Untitled Page
Untitled
sawyisi gverdi momsaxureba mestiis Sesaxeb mTamsvleloba samzareulo foto galerea kontaqti
Untitled Page
ბუნება
მისამართი:
ვიტორიო, სელას ქ. # 8

ეკას მობილური ტელ:  
+995 (5) 99 726719

ეკას ელ-ფოსტა:
echartolani@yahoo.com
მესტიის შესახებ
მთამსვლელობა
სამზარეულო
სვანეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით და ხოლმე მოიხსენიება როგორც ევროპული ჰიმალაები. სწორედ აქ შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს უმაღლესი მწვერვალი რომელსაც შხარა ეწოდება. თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავია უშბას ტყუპი მწვერვალები რომელთაც მოიხსენიებენ „კავკასიის მეფეებად“. უშბა არის ყველაზე ლამაზი და ლეგენდარული მწვევალი კავკასიისა. დადის ლეგენდა რომ უშბა წმინდა მთაა და ვინც მის დაპყრობას შეეცდება მას ღმერთი დასჯის. უშბა ხასიათდება როგორც ყველაზე ძნელად დასაპყრობ მწვერვალად და ასევე არის ყველა მთამსვლელის ოცნება.

სვანეთში შთამბეჭდავი ბუნების მრავალფერობნებაა. ყვითელი როდონდრენონებს შორის მდელოები დაფარულია პატარა თეთრი როდონდრენონ კაუკასიუმ-ის ტყეებითაა დაფარული. ტყის საფარი დაახოლოებით 2 500 მეტრზე წყდება და იწყება ალპურ ზონა. ტერიტორიის ნახევარზე მეტი ტყითაა დაფარული.

ზემო სვანეთში მრავალი ადგილია, სადაც ფეხით მისვლა, ბუნებით დატკბობა და დასვენება შეიძლება. განსაკუთრებით მიმზიდველია მესტიაში: ქორულდის ტბები, ჰაწვალი და ზურულდიდან გადასახედი; ბეჩოში: გულის მყინვარის მისადგომები, ბეჩოს უღელტეხილის ჩანჩქერი; შიხრის ველი უშბის ძირას; უშგულში: შხარას მისადგომები; კალაში: კვირიკეს ეკლესიიდან გადაშლილი კავკასიონის ქედის პანორამა; მულახში: ტყე, ალპური მდელოები და მდინარის ხეობები; იფარში: თეთნულდის მისადგომები სოფელ ადიშთან; წვირმი და იელი: უღვირის გადასასვლელიდან თეთნულდისა და უშბის ხედები. ცხუმარში: ენგურის ხეობის პანორამა.

ზემო სვანეთის დაბალ ზონაში გავრცელებულია წიფლნარ-რცხილნარი, იშვიათად წაბლნარიც. ქვეტყეს ქმნის ფოთოლმცვივანი და მარადმწვანე ბუჩქნარი. მთის შუა სარტყელში გავრცელებულია წიფლის ტყეები, ალაგ-ალაგ გვხვდება ნეკერჩხალი და რცხილა. ტყის ზემო სარტყელში ნაძვისა და სოჭის ტყეებია, მდინარეთა ჭალებში გავრცელებულია მურყნარი. ტყის ზონა მთავრდება სუბალპური ტყით. ზღვის დონიდან 2000-2200 მ ზემოთ სუბალპური მდელოები და დეკიანებია, უფრო მაღლა - ალპური მდელოები და ხალები.

ზემო სვანეთი მდიდარია ცხოველებით. ტყეებში ბინადრობს: მურა დათვი, მგელი, არჩვი, კვერნა, მელა, ტურა, მაჩვი, დედოფალა. ალპურ ზონაში ბინადრობს ჯიხვი. ფრინველთაგან გავრცელებულია კავკასიური როჭო, დურაჯი, კავკასიური შურთხი, არწივი და სხვა იშვიათი ფრინველები.
Untitled Page
მოგესალმებით ეკას სასტუმროში - საუკეთესო არჩევანი სვანეთში დასასვენებლად